Sunday, November 2, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე - 2.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 2 - შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა

ტრენინგი დაიწყო დავალების შემოწმებით. პედაგოგებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტის შაბლონები, ტრენერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სტანდარტებსა და მიზნებზე, მოვისმინეთ ერთმანეთის შეფასებები, ტრენერისგან მივიღეთ სასარგებლო რჩევები და კორექტული შენიშვნები. ამის შემდეგ გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა, განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და მივიღეთ დავალება ჩვენს მიერ დაწყებულ პროექტში გაგვეწერა შეფასების ფორმები. შეფასების ფორმები, რა თქმა უნდა, უცხო არ ყოფილა ჩვენთვის, თუმცა მისი სისტემური დალაგება პროექტის დაწყებამდე, პროცესში და შემდგომ,  ვთვლი, ძალიან ეფეტური სტრატეგიაა პროექტზე მუშაობის პროცესში. 
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო საპრეზენატაციო ფაილების შექმნას პროგრამა .power point-ში. 
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რამდენადაც power point -ის რეზენტაციები 21 საუკუნის საკლასო ოთახში ყოველდღიური საქმიანობაა და მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად ვიყენებ, ძალიან ბევრი საკითხი  ჩემთვის სიახლე იყო. ტრენინგის დღევანდელმა თემატიკამ მომცა საშუალება უფრო მარტივად და  გაცილებით ნაკლებ დროში მოვამზადო საინტერესო და კარგი დიზაინის პრეზენტაცია. 



ტრენინგის  მესამე დღე -1.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 2 -  სასწავლო პროქტის დაგეგმვა

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით და განვიხილეთ მოდულის მიხედვით დაგეგმილი საკითხები . ვისაუბრეთ სტანდარტზე დაყრდნობით საწავლო მიზნების დასახვაზე. ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ცნებები, რამაც გამოიწვია საინტერესო დისკუსია. თითოეულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი ტრენერის მხრიდან. ამის შემდეგ დეტალურად დამუშავდა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კონკრეტული მაგალითის მიხედვით თითოეული საგნის მასწავლებელმა დასვა შეკითხვა საკუთარი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. ტრენინგის ეს ეტაპი წარიმართა განსაკუთრებით საინტერესოდ, რადგანაც ეს იყო ერთგვარი წინაპირობა  ეფექტური ინტეგრირებული გაკვეთილის დასაგეგმად. თეორიული ნაწილის შემდეგ, მივიღეთ დავალება ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში დაგვემატებინა ზემოთ აღნიშნული შეკითხვები. პედაგოგებმა წარმოადგინეს თავიანთი შეკითხვები, გაიმართა დისკუსია, მოხდა ყველა შეკითხვის განხილვა რამდენად იყო ის ზოგადი თუ თემატურიდაისვა და პასუხი გაეცა საინეტრესო შეკითხვებს, მივიღეთ კორექტული შენიშვნები და სასრგებლო რჩევები ტრენერისაგან. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე იყო ერთ ერთი ყველაზე პრაქტიკული, ნაყოფიერი და სასარგებლო ჩემი პროფესიული საქმიანობისათვისგმადლობთ.


ტრენინგის  მეორე დღე -24.10.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 1 -  











3 comments:

  1. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ საკითხით?
    რა სირთულეები გამოიკვეთა პროექტზე მუშაობისას?
    რამდენად დაგეხმარათ ეს პროექტი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში?
    ძალიან მომეწონა პროექტთან დაკავშირებული აქტივობები, გამოვიყენებ ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას.
    მიმართულების მიმცემ კითხვებთან დაკავშირებით საინტერესო მასალა მოვიძიე, ხომ არ დაინტერესდებით?

    ReplyDelete
  2. წავიკითხე და ძალიან მომეწონა ნინოს პროექტი. რამდენად საინტერესოდაა შერჩეული თემატიკა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის? მომწონს პროექტის მიზნები,ვფიქრობ ეს მიზნები გამომადგება ჩემი პროექტზე მუშაობისას.

    ReplyDelete
  3. პრეზენტაციის საწყისი ფურცელი იპყრობს ყურადღებას. ნინოს მიერ შემოთავაზებული გამოათქვამი უვე ბადებს კითხვას, რას უნდა მოიცავდეს მოცემული პროექტი.
    შინაარსი საკმაოდ შრომატევადია. მასწავლებელს პუნქტებად აქვს წა რმოდგენილი თემის შინაარსი და განსახორციელებელი აქტივობები.
    პროექტის მიზანი შემოთავაზებულია საინტერესო სურათით. სურათი იდეას გვთავაზობს.კარგი იქნებოდა თან დაგვერთო მაორიენტირებელი ფრაზა ან წინადადება.
    მასწავლებლის სასრგებლოდ მინდა ჩავთვალოთ დეტალურად წარმოდგენილი სტანდარტები. მიკითხველისთვის აშკარაა რა შედეგზე გადის პროექტი.
    მასწავლებელი მართებულად იყენებს თვალსაჩინოებას. საინტერესოდ წარმოგვიდგენს 21 საუკუნის უნარ–ჩვენებს. აშკარაა, რომ პრეზენტატორი ყურადღებას გვიმახვილებს იმ მრავალ უნარზე–ჩვევებზე რითაც გამოირჩევა ჩვენი საუკუნე;

    ReplyDelete