ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი: გვანცა სალიატრენინგის ბოლო დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ საბოლოო პროდუქტი - ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაციები. ვიყავით ჩვენი კოლეგების თეთრი და შავი ოპონენტები. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტის გეგმები, მივიღეთ რეკომენდაციები.
ტრენინგის ყველა მონაწილემ ერთხმად აღიარა ტრენინგის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის. პირადად. მე უკვე ზუსტად ვიცი თუ როგორ და რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნასა და უნარებს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გავნცა სალიას, რომელიც ენერგიულად და თავდაუზოგავად მუშაობდა ჩვენთან ერთად. გვიქმნიდა მეგობრულ, სასიამოვნო ატმოსფეროს და ცდილობდა მოგვრგებოდა თითოეულ ჩვენთაგანას.
გმადლობთ!!!