Thursday, November 20, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე  19.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია

ტრენინგის ბოლო დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ საბოლოო პროდუქტი - ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაციები. ვიყავით ჩვენი კოლეგების თეთრი და შავი ოპონენტები. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტის გეგმები, მივიღეთ რეკომენდაციები. 
ტრენინგის ყველა მონაწილემ ერთხმად აღიარა ტრენინგის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის. პირადად. მე უკვე ზუსტად ვიცი თუ როგორ და რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნასა და უნარებს. 
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გავნცა სალიას, რომელიც ენერგიულად და თავდაუზოგავად  მუშაობდა ჩვენთან ერთად. გვიქმნიდა მეგობრულ, სასიამოვნო ატმოსფეროს და ცდილობდა მოგვრგებოდა თითოეულ ჩვენთაგანას.

გმადლობთ!!!
ტრენინგის მერვე დღე  16.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია

ტრენინგის დასაწყისში წარმოვადგინეთ საშინაო დავალება - დასრულებული პროექტის შაბლონები - ტრენერმა კიდევ ერთხელ დეტალურად გაიარა  თითოეული პუნქტი, მივიღეთ რეკომენდაციები. საბოლოო ცვლილებები შევიტანეთ შაბლონში.შევქმენით ექვსი საქახალდე (1.კურსის რესურსები 2. მოსწავლის ნაშრომი 3. პროექტის გეგმა 4.სასწავლო პროექტის დამხმარე 5. სურათები, აუდიო–ვიდეო 6. შეფასებები; ავტვირთეთ საქახალდეებში ტრენინგის მსვლელობის დროს შესრულებული დავალებები და მოპოვებული მასალები;
დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ღირებული იყო, უკვე ვიცი როგორ შევქმნა  მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიო,  რაც   დიდ სირთულედ წარმომედგინა. 
გვანცა ძალიან დიდი მადლობა.....
ტრენინგის მეშვიდე  დღე  15.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია


Saturday, November 8, 2014

ტრენინგის მეექვსე  დღე  09.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 4-5

ტრენინგის დასაწყისში პედაგოგებმა წარმოადგინეს დავალება - მოსწავლის თვალით დანახული პრობლემა - პრეზენტაციის სახით. ტრენერმა გაგვაცნო მოსწავლეთა მიერ შემუშავებული ნიმუშები, მომხსენებლებმა მიიღეს რეკომენდაციები, სასარგებლო ჩვევები. აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს უვითარდებათ მრავალი უნარი და სესაბამისად შეფასება მრავალფეროვანია. ტრენერმა ასევე გაგვაცნო შეფასების რუბრიკის ფორმები, კერძოდ, კრიტიკულიაზროვნების რუბრიკა. გარდა ამისა, ტრენერმა გაგვაცნო ბლოგზე ვიდეოს ჩაშენების ხერხები და ჰიპერბმულის შექმნა. დიდი მადლობა გვანცას. 
ტრენინგის მეხუთე დღე  08.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 3 -4 - კავშირები/სასწავლო ნიმუშების შექმნა

გავეცანით უკუკავშირის ფორმას 3-2-1- სტრატეგიით. პედაგოგების მიერ  ბლოგზე  ატვირთულ პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარი, დავსვით შეკითხვები, შევთავაზეთ ჩვენი აზრი. ტრენერმა მაგილითისთვის წაიკითხა და ერთად გავაანალიზეთ  რამოდენიმე მათგანი. აღნიშნული სტრატეგია იძლევა საშუალებას უკუგება იყოს ღრმა და საფუძვლიანი და არა ზედაპირული, რაც ტოვებს არაკომპეტენტურობის შთაბეჭდილებას. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტის პრეზენტაციის დროს საკვანძო საკითხებს, თუ რა უნდა იყოს წარმოდგენილი სლაიდზე. ვთვლი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხშირად ვხვდებით პრეზენტაციებს სადაც ტექსტი თითქმის მთლიანადაა გადმოტანილი და შესაბამისად პრეზენტატორი ხდება მასზე დამოკიდებული  და იწყებს კითხვას. მსგავსი პრეზენტაცია აბსოლუტუარდ არაეფექტურია, მომხსენებელი "კარგავს" აუდიტორიას.  
ტრენინგის ბოლო ნაწილში ტრენერმა გაგვაცნო პრზენტაციებში ანიმაციების, დიაგრამების, ვიდეოს  ჩართვის ხერხები, რაც პირადად ჩემთვის იყო ნამდვილი აღმოჩენა!

დიდი მადლობა გვანცას კიდევ ერთი ნაყოფიერი და საინტერესო დღისათვის.

Sunday, November 2, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე - 2.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 2 - შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა

ტრენინგი დაიწყო დავალების შემოწმებით. პედაგოგებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტის შაბლონები, ტრენერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სტანდარტებსა და მიზნებზე, მოვისმინეთ ერთმანეთის შეფასებები, ტრენერისგან მივიღეთ სასარგებლო რჩევები და კორექტული შენიშვნები. ამის შემდეგ გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა, განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და მივიღეთ დავალება ჩვენს მიერ დაწყებულ პროექტში გაგვეწერა შეფასების ფორმები. შეფასების ფორმები, რა თქმა უნდა, უცხო არ ყოფილა ჩვენთვის, თუმცა მისი სისტემური დალაგება პროექტის დაწყებამდე, პროცესში და შემდგომ,  ვთვლი, ძალიან ეფეტური სტრატეგიაა პროექტზე მუშაობის პროცესში. 
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო საპრეზენატაციო ფაილების შექმნას პროგრამა .power point-ში. 
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რამდენადაც power point -ის რეზენტაციები 21 საუკუნის საკლასო ოთახში ყოველდღიური საქმიანობაა და მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად ვიყენებ, ძალიან ბევრი საკითხი  ჩემთვის სიახლე იყო. ტრენინგის დღევანდელმა თემატიკამ მომცა საშუალება უფრო მარტივად და  გაცილებით ნაკლებ დროში მოვამზადო საინტერესო და კარგი დიზაინის პრეზენტაცია. 



ტრენინგის  მესამე დღე -1.11.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 2 -  სასწავლო პროქტის დაგეგმვა

ტრენინგის დასაწყისში გავეცანით და განვიხილეთ მოდულის მიხედვით დაგეგმილი საკითხები . ვისაუბრეთ სტანდარტზე დაყრდნობით საწავლო მიზნების დასახვაზე. ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ცნებები, რამაც გამოიწვია საინტერესო დისკუსია. თითოეულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი ტრენერის მხრიდან. ამის შემდეგ დეტალურად დამუშავდა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კონკრეტული მაგალითის მიხედვით თითოეული საგნის მასწავლებელმა დასვა შეკითხვა საკუთარი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. ტრენინგის ეს ეტაპი წარიმართა განსაკუთრებით საინტერესოდ, რადგანაც ეს იყო ერთგვარი წინაპირობა  ეფექტური ინტეგრირებული გაკვეთილის დასაგეგმად. თეორიული ნაწილის შემდეგ, მივიღეთ დავალება ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში დაგვემატებინა ზემოთ აღნიშნული შეკითხვები. პედაგოგებმა წარმოადგინეს თავიანთი შეკითხვები, გაიმართა დისკუსია, მოხდა ყველა შეკითხვის განხილვა რამდენად იყო ის ზოგადი თუ თემატურიდაისვა და პასუხი გაეცა საინეტრესო შეკითხვებს, მივიღეთ კორექტული შენიშვნები და სასრგებლო რჩევები ტრენერისაგან. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე იყო ერთ ერთი ყველაზე პრაქტიკული, ნაყოფიერი და სასარგებლო ჩემი პროფესიული საქმიანობისათვისგმადლობთ.


ტრენინგის  მეორე დღე -24.10.2014
ჩატარების ადგილი: ბათუმი N 15 საჯარო სკოლა
ტრენერი:  გვანცა სალია
თემა: მოდული 1 -